,, ოცნება ე.წ. საბოტაჟის საქმეს გაწელავს, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესს დაუკავშიროს''-ეკა ბესელია
საბოტაჟის სახელით წოდებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გაუგებარ ფორმულირებებს და ვერსიებს მოიცავს, გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღეს - პროცესი მთლიანად დახურეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვერავინ ვერ დაესწრება, გარდა მხარეებისა, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა
„მოსამართლის მხრიდან გამაოგნებელი გადაწყვეტილებაა, რომლის მიმართ იყო დასაბუთებული აცილების საფუძველი. იმის ნაცვლად, რომ აეცილებინათ, საერთოდ პროცესი დახურა. ეს ისეთი საქმეა, რომელსაც კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და სანდოობა სჭირდება“, - აღნიშნა ბესელიამ.
ბესელია აცხადებს, რომ მმართველი პარტია შესაძლოა პროცესის გაწელვას ცდილობდეს. მისი არგუმენტით, პატიმრობაში მყოფ პირებს კანონით 9-თვიანი ვადა აქვთ განაჩენამდე, მაგრამ გირაოს შემთხვევაში საქმის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 24 თვის განმავლობაში, რაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების კალენდარს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
