გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში ეხმიანება „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია 2015 წლით დათარიღებულ „სქრინზე“, რომელიც ელისო კილაძემ 2025 წელს მამუკა მდინარაძის „მხილებისთვის“ გამოიყენა, მისი ჩვეული ხელწერით, სადაც არ არსებობს იმის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სქრინზე აღნიშნული კრიპტოვალუტა მამუკა მდინარაძეს ეკუთვნოდა.
გამსახურდია, კილაძეს, „სიბინძურის, ცილისწამების, ამორალიზმის გენერატორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რაც ელისო კილაძეს აქვს ნაკადრები მთელი ცხოვრების განმავლობაში, მსგავსი არავის არაფერი უკადრია.
„სიბინძურის, ცილისწამების, ამორალიზმის გენერატორი ქალი. ვითომ რომ ტიპობდა, თითქოს რამე იცოდა ამ კუდის შნირმა და იმაზე ადრე ავთო იოსელიანის ინფორმატორმა. რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე. ამას ვინებიც იყენებდნენ, ისენი კიდევ ცალკე ფსკერია,“- წერს გიორგი გამსახურდია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
