"ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ"- გია ვოლსკი
სტუდენტებს ინტელექტუალური რესურსის მობილიზება სჭირდებათ კონკრეტულ სპეციალობებზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთავაზებული რეფორმა არის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
„„ნაცების ბუდე“ უხეში გამოთქმაა, რაც არასწორია. თუმცა ადამიანები, ვინც იქ ახალგაზრდებს ასწავლიან, რასაკვირველია, არიან კონკრეტულ პლატფორმაზე მყოფი ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა. მათ კონკრეტული მიზანი აქვთ. ეს ყველაფერი, წლებია, გრძელდება. მთავარი ამოცანაა ის, რომ ფაკულტეტების რაციონალიზაცია მოხდეს. ის, რომ ერთ შენობაში 30-მდე სხვადასხვა სპეციალობა ისწავლება, განათლების ექსპერტების მიერ პოზიტიურად შეფასებული არ არის. დედამიწისმცოდნეობა, კიდევ სხვა ფაკულტეტები ქვედარგებს ითვალისწინებს და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხარისხი იკარგება, როცა საგნების ფართო სპექტრია. სტუდენტებს ინტელექტუალური რესურსის მობილიზება სჭირდებათ კონკრეტულ სპეციალობებზე. სწავლა უფასო იქნება და შეთავაზებული რეფორმა არის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
