„საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე“ კახეთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
წინანდალში მიმდინარე ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სოფლის მეურნეობა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები იყო.
რეგიონში უკვე დაწყებულია მაგისტრალური გზების მშენებლობა, რისთვისაც წელს 132 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მწვანე ენერგეტიკასთან ერთად ეკონომიკის სამინისტრო მზის ელექტროსადგურებზე უახლოეს პერიოდში ტენდერს გამოაცხადებს. ცნობილია, რომ სადგურის მოცულობა 30-დან 50 მეგავატამდე იქნება.
რაც შეეხება მეღვინეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ამ დარგის გარდა რეგიონში ზეთის ხილის და კაკლის კულტურის სექტორიც აქტიურად ვითარდება.
მთავრობა თუშეთში გადაადგილების ალტერნატიულ მარშრუტებსაც განიხილავს. მაღალმთიან დასახლებაში საბაგიროსა და აეროპორტის მშენებლობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ფორუმში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. ბიზნესფორუმის მიზანი კახეთის რეგიონისთვის სამომავლო, საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებაა. ფორუმი ორდღიანია და ხვალ კულტურულ-შემეცნებითი გასვლითი ტურებით დასრულდება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
