როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 დეკემბერს ქუთაისში დღისით +18 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც მზიანი დღეა. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდია. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლს ვარაუდობენ, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.

ბორჯომში +10 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოსალოდნელია თოვლი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.

ომალოშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +5 ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმს. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

წაკითხვა 80 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.