სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ სურსათზე განთავსებული ეტიკეტის შესაბამისობას კანონმდებლობასთან, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება სუპერმარკეტები, სასურსათო მაღაზიები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საკონდიტროები და აგრარული ბაზრები.

„განხორციელებული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წელს გამოვლინდა ეტიკეტირების წესის 770 სამართალდარღვევა. სააგენტომ ყველა მათგანზე გაატარა კანონით განსაზღვრული ზომები.

აღსანიშნავია, რომ სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის, იმპორტიორი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენის დროს ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას: ვარგისობის ვადებს (მიმდინარე წელს, სავაჭრო ქსელებში 334 ვადაგასული სურსათის შემთხვევაა გამოვლენილი); ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის შემცველობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისგან შრიფტით, ფონით, სტილით ან ფერით); სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებას, საკვები დანამატების და არომატიზატორების შესახებ ინფორმაციას და ა.შ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დატოვოს შეტყობინება ცხელ ხაზზე – 15-01.

ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების – სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში და 2019 წლიდან მოქმედებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 115 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.