ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რეისები ოთხი მიმართულების ნაცვლად, მხოლოდ მოსკოვში შესრულდება
აეროპორტი, რომელიც მიმდინარე წლის 1 მაისს, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში გაიხსნა, ამ ეტაპზე ფრენებს მხოლოდ რუსეთის ერთი ქალაქის მიმართულებით შეასრულებს.
როგორც მედია აღნიშნავს, აეროპორტმა ფინანსური მოლოდინები ვერ გაამართლა, რის გამოც ოთხი მიმართულების ნაცვლად, აეროპორტი მხოლოდ მოსკოვის მიმართულებით იფრენს. ნოემბრიდან რეგულარული რეისები მოსკოვში მხოლოდ კვირაში ორჯერ შესრულდება.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს განცხადების მიხედვით, აეროპორტი გადაეწყო “სეზონურ” მუშაობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ რეისების უმეტესობა გაზაფხულამდე გადაიდო.
გახსნის დღიდან ოქტომბრამდე, აეროპორტის მომსახურებით 118 000-მდე მგზავრმა ისარგებლა, რუსეთის მიმართულებით და უკან 520 რეისი შესრულდა. ეს მონაცემი რვაჯერ ნაკლებია იმ მოლოდინზე, რომელიც გახსნისას ოკუპირებული ტერიტორიის დეფაქტო ხელისუფლებას და რუსეთს ჰქონდა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
