“მივდივარ საპატრიარქოსთან, მაგრამ არ დავესწრები სხდომას, თუ მედია არ დაესწრება” - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დღეს საპატრიარქოში მისვლას გეგმავს, თუმცა თუ ეპარქიული კომისიის სხდომას მედია არ დაესწრება, ის ამ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც მან განაცხადა, ის საკუთარ მოთხოვნებს სხდომაზე მედიის დასწრების აუცილებლობასთან დაკავშირებით, არ შეცვლის.
„არ დავესწრები ამ სხდომას, თუ მედია არ დაესწრება, რადგან მე პასუხს მთხოვენ სატელევიზიო გამოსვლებზე. მივდივარ საპატრიარქოსთან 14:00 საათზე, თუმცა არ ვიცი თავად რას იზამენ“.
ცნობისთვის, საპატრიარქოს საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ზნეობის კომისიაზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. არქიმანდრიტი დოროთე სხდომას არ დაესწრო, რის გამოც მან „მკაცრი გაფრთხილება“ მიიღო. მოგვიანებით განმარტა, რომ სხდომას იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ იქ მედიის წარმომადგენლებიც იქნებოდნენ, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს გუშინ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ არ დაკმაყოფილდება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მოთხოვნა, რომ 29 ოქტომბერს, ეპარქიული კომისიის სხდომა მედიის თანდასწრებით გაიმართოს. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთე ყურაშვილის ეს მოთხოვნა დაუშვებელი და უპრეცედენტოა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
