“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი” – საპატრიარქო
“მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისაგან არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“ (25.10.2025), იგი კვლავ იმეორებდა (27.10.2025), რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე (29.10.2025) არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი”.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
