გამჭვირვალობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია
ჩანდლერის ინსტიტუტი “კარგი მთავრობის 2025 წლის” ანგარიშის ფარგლებში, გამჭვირვალობის ინდექსს აქვეყნებს.
საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო და გამჭვირვალობით მსოფლიოში მე-12 პოზიციაზე დაწინაურდა. საქართველო გამჭვირვალობის ინდექსით ევროპის საუკეთესო ათეულშიც მოხვდა და მეცხრე ადგილზე გავიდა. მთავრობის გამჭვირვალობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.
მსოფლიოს საუკეთესო თორმეტეული ასე ჩამოყალიბდა: შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია, ესტონეთი, სინგაპური და საქართველო.
გამჭვირვალობის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას – ამერიკული ორგანიზაციების TRACE international -ის და საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის თემატური კვლევებს.
კერძოდ, TRACE international -მა მის მიერ წარმოებული მექრთამეობის რისკის მატრიცის ფარგლებში მთავრობათა მარეგულირებელი ფუნქციების გამჭვირვალობის ისეთი ასპექტები მოიკვლია და გაზომა, როგორიცაა გამჭვირვალობა საჯარო შესყიდვებში, გამჭვირვალობა მთავრობის პოლიტიკის შემუშავებაში, გამოქვეყნებული კანონები და მთავრობის მონაცემები. რაც შეეხება ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობას“, ის ღია ბიუჯეტის ინდექსს აწარმოებს, სადაც საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობით 2023 წლიდან მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ჩანდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო ერთ წლიან პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის მესამეა, სადაც საქართველოს მთავრობას გამჭვირვალობით მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.
პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის გამჭვირვალობის ინდექსი, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო მეორე კვლევა არის ორგანიზაცია „დემოკრატიების ალიანსის ფონდის“ დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში, სადაც საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა ე.წ. „მწვანე ზონაში“, ანუ დადებითად არის შეფასებული. კვლევა თავის მხრივ ეყრდნობა მსოფლიოს 100 ქვეყნის 111 ათას რესპოდენტზე მეტი შემფასებლის გამოკითხვას. დემოკრატიების ალიანსის ფონდი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერაა დაფუძნებული. ფონდი ყოველწლიური დემოკრატიის სამიტის ორგანიზატორიცაა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
