"ქმრის გამწარება უნდა, ოღონდ არ უჩხუბიათ, რამე კონფლიქტის სერიოზული მიზეზი არ ყოფილა "
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარმა ტრაგედია სრულიად საქართველო შეძრა. გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის გოგონამ 7 თვის ჩვილი გაგუდა და ადგილიდან მიიმალა. ჩვილი ბავშვი მამამ გარდაცვლილი საწოლში გამთენისას იპოვა. როგორც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ახლობლები ყვებიან, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გოგონამ ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და ადგილიდან ისე მიიმალა.
დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის დედა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
16 წლის მ.შ. წარმოშობით ქუთაისელია და 20 წლის აღაიანელ ბიჭზე იყო დაქორწინებული. როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელმა მარიამ დემეტრაშვილმა განუცხადა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონამ მკვლელობის შემდეგ თბილისში "ვიღაც ბიჭს ჩააკითხა".
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უკვე ჩაუტარდა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული ექსპერტიზა ადგენს პირის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, შესაძლო დაზიანებებს და ა.შ. რაც შეეხება ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, მოგვიანებით დაინიშნება.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის პასუხებიც ბუნებრივია დღეს ვერ იქნება, რაც შეეხება ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, ჩატარდება შესაბამისი პროცედურების შემდეგ, მოგეხსენებათ, ფსიქიატრიული ექსპერტიზა გორში ვერ ჩატარდებოდა, ტარდება სოფელ დიღომში მდებარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში", - განაცხადა ქეთევან გაგოევმა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ შსს-ს გენინსპექციამ დაიწყო მოკვლევა, თუ რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვან მ.შ-სთან დაკავშირებით 2017 და 2018 წლებში მიღებული შეტყობინებები. აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.
"გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება, ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურებრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ambebi.ge
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისათვის
- გერმანიაში, მამაკაცს, რომელიც გასულ წელს ფესტივალზე დანით თავს დაესხა მოქალაქეებს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
- “პოლონეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღია კონფლიქტთან ყველაზე ახლოსაა” – ტუსკი
- სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- “არჩევნებში მონაწილეობა ჩემ წინააღმდეგ აღვირახსნილმა ბულინგმა მაიძულა, ამიტომ დავთანხმდი ქუთაისის მერის არჩევნებში ჩართვას” - პაატა ზაქარეიშვილი