იგორ ნარმანია და კიდევ ერთი დაშავებული აქტივისტი კლინიკაში გადაიყვანეს
მეტეხის ხიდთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული იგორ ნარმანია საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
აქტივისტების ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი პირი, 15 წლის ბიჭი, რომელსაც უცნობი პირები გაუსწორდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისიც კლინიკაში გადაიყვანა.
დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სტუდენტები და აქტივისტები ერთობლივი განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ, რომელიც ხვალინდელ დაანონსებულ აქციას ეხება.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, უცნობი პირები ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
"აქ ვიყავით შეკრებილი ახალგაზრდები, რომლებსაც უნდა გაგვეკეთებინა განცხადება, ამ განცხადების ჩაშლა უნდოდათ "ქართული ოცნების" "ტიტუშკებს". მოაწყვეს ჩასაფრება 50-მდე "ტიტუშკამ", რომელიც მოაბილიზა "ქართულმა ოცნებამ". ისინი შეიარაღებულები იყვნენ "კლუჩებით", მუშტებითაც ვერ მოვიდნენ. იგორ ნარმანიას და 15 წლის ანდრიას მიაყენეს ზიანი თავის არეში. 4 ოქტომბერს ყველანი ვიქნებით ქუჩაში, რუსული რეჟიმი საქართველოში უნდა დამთავრდეს", - განაცხადა აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
