"ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ"
ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისი მერმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას უპასუხა "ქარშეარინგის" პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც სავარაუდოდ, რუსული კომპანია ახორციელებს.
"ჩვენ მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ ყველას, ვინც მოგვმართავს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავუმონტაჟებთ ელექტროდამტენებს, რომ აღნიშნული მიმართულება გავაძლიეროთ. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ვინაიდან ქალაქში, მართლაც გვაქვს სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები. ასეთი პროექტი ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის განხორციელებული და მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ჩვენს სამშობლოშიც განხორციელდება," - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
