“ეს იყო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა ეს დღე შეგვახსენებს მრავალი ქართველის გმირობას” - ირაკლი კობახიძე სოხუმის დაცემაზე
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, “ეს იყო ტრაგიკული მოვლენები”.
„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას. ეს იყო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა, ამასთან ერთად, ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ მრავალი ქართველის გმირობას. ასევე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი ასევე მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, რომლის მიერ გავრცელებული გაცხადების მიხედვით, 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეა:
“ჩვენი ვალია, მუდმივად გვახსოვდეს ჩვენი გმირების ისტორია. მჯერა, რომ მათი ოცნება ერთიან საქართველოზე აუცილებლად ახდება და ენგურის ხიდი, რომელიც დღეს გამოგონილ საზღვრადაა ქცეული, მალე გახდება საქართველოს გაერთიანების სიმბოლო, რადგან წარმოუდგენელია აფხაზეთი საქართველოს გარეშე და საქართველო უაფხაზეთოდ. მჯერა, რომ დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე და აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად შევქმნით ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს“.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
