ადამიანური კაპიტალის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროკომისია, გაეროს მიერ მომზადებული, ელექტრონული მმართველობის განვითარების 2024 წლის ანგარიშის ბაზაზე ადამიანური კაპიტალის ინდექსს აქვეყნებს. ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 87% მიიღო, მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, სლოვენია, პოლონეთი, ლიხტენშტაინი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.
ადამიანური კაპიტალის ინდექსით მსოფლიოში ავსტრალია, ევროპაში კი ისლანდია ლიდერობს. ინდექსის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ცუდი მდგომარეობა სომალიშია, ევროპის მასშტაბით კი ბოლო ადგილზე ბოსნია ჰერცოგოვინა არის.
რაც შეეხება ევროკავშირის ახალ კანდიდატ ქვეყნებს, უკრაინა მსოფლიოსი 47-ე , მოლდოვა კი 62-ე პოზიციაზეა.
ევროკომისიამ ინდექსის ისტორიულ მონაცემებიც გამოაქვეყნა 2003 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. ირკვევა, რომ 2003 წელს ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 56-ე პოზიციაზე იყო, 2012 წელს 9 საფეხურით 65-ე ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო 12 წლის მანძილზე კი ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა 32 ადგილით გაუმჯობესდა და დღეს მსოფლიოში 33-ე ადგილზე იმყოფება.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გაერო ამზადებს, რომელიც სტანდარტულად ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იწარმოება.
https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/egdi/e-government-development-index
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
