საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღეა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღეა.
დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
უქმე დღის მიუხედავად, დღეს თბილისის ცენტრალური, ბათუმის №1 და ქუთაისის იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნული ფილიალებიდან დაჩქარებულ რეჟიმში, მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებული ძირითადი სერვისები გაიცემა. დღეს ასევე გაიცემა მზა დოკუმენტები როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით.
29 აგვისტოს სტანდარტული გრაფიკით იმუშავებს ქორწინების სახლები და სატელეფონო ცენტრიც.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
