“ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას; დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება” - პრემიერი
“მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება – სტუდენტობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს.
„წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
