"რუსი გიდი ტურისტებს უყვებოდა, როგორ განდევნეს მთიდან ჩამოსულმა აფხაზებმა ძირძველი ქართველები" - აფხაზეთში რუსი და აფხაზი "გიდების ომი" დაიწყო
"აფხაზეთის ტეტორიაზე ექსკურსიების ჩატარების უფლება მხოლოდ ეროვნებით აფხაზებს ექნებათ, რათა ქვეყანაში შემოსულმა ტურისტებმა ისტორია და კულტურა უფრო კარგად გაიცნონ", - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმისა და კურორტების მინისტრის მოადგილე ასლან ბარციცმა განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთში უკვე სამი წელია მოქმედებს ექსკურსიამძღოლების ატესტაცია. მაისიდან კი, გადამზადებული გიდების კონტროლი დაიწყება - ყველა მათგანს თან უნდა ჰქონდეს ბეიჯი, ექსკურსის მარშტრუტი და სპეციალური საგზური, რომელსაც შესაბამისი უწყებები გასცემენ. ბარციცის თქმით, ექსკურსიამძღოლებს მუდმივად გააკონტროლებენ, რათა ვინმემ არალეგალურად არ იმუშაოს.
"როგორღაც მივაღიწეთ იმას, რომ აფხაზეთის ტურისტული ბაზრის მიმართ რუსეთიდან ჩამოსულებს დიდი ინტერესი აქვთ, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ აქ ჩამოსული გიდები ადგილობრივ ნორმატივებს არ ეცნობიან და კულტურული მემკვიდრეობის ამა თუ იმ ძეგლს შესახებ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით უყვებიან ტურისტებს და შეცდომაშიც შეჰყავთ, ან სულაც ერთხელ ნახვის შემდეგ, რუსეთშივე აგროვებენ მსურველებს, ჩამოჰყავთ და თავად უამბობენ მათ ადგილობრივი კულტურის შესახებ.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ბარციცის ინიციატივას იწონებს და ამბობს, რომ რეგიონში უმუშევრობის დონე ისედაც უკიდურესად მაღალია, ამიტომ კონკურენტები არ სჭრიდებათ. სხვების თქმით, ბარციცი, უდავოდ, ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, რადგან არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც "რუსმა გიდებმა აფხაზეთში არსებულ კულტურაში ქართველების წვლილზეც ისაუბრეს, რამაც ისინი გააღიზიანა".
არსებული ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც რუსი ექსკურსიამძღოლი ქალი ტურისტებს უყვებოდა, როგორ განდევნეს მთიდან ჩამოსულმა აფხაზებმა ძირძველი ქართველები აფხაზეთიდან.
"25 წელია რუსი, სომეხი და ბერძენი ექსკურსიამძღოლები თავიანთი ჯგუფებით დადიან აფხაზეთში და ახლა გაახსენდა ხელისუფლებას, რომ ისინი ჩვენ გვართმევენ სამუშაო ადგილებს. გასაგებიც არის, 21 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნებია და ხომ უნდა მოიგონ მოსახლეობის გული", - წერს სოხუმელი მასწავლებელი იზიდა გულია.
აფხაზი ჟურნალისტი ekhokavkaza.com-ისთვის მომზადებულ პუბლიკაციაში წერს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი განვითარებულია, ასე ხდება, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როგორც თავისი, ასევე თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩაჰყავს ტურისტები და ეს ბიზნესი ასე ვითარდება. აფხაზეთში რუსეთიდან ჩამოსულ "ეკონომ-კლასის" ტურისტებს ებრძვიან.
მისი თქმით, საუბარია, სოჭიდან ჩამოსულ ექსკურსიამძღოლებზე, რომლებიც აფხაზეთში მაისიდან აქტიურდებიან და მთელი ზაფხულის განმავლობაში აფხაზ გიდებს დაუნდობელ კონკურენციას უწევენ.
"მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო ჩინოვნიკი ასეთ განცხადებას აკეთებს, ყველამ ხომ იცის, რომ ეს სოჭელ ექსკურსიამძღოლებს ეხებათ. კარგი იქნება, რუსეთმა რომ განაცხადოს, რუსეთში მხოლოდ რუსმა სპეციალისტებმა უნდა იმუშაონო?! თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსებს აფხაზეთში ატესტაციაგავლილ გიდებზე დაბალი დონის მომზადება აქვთ?
აფხაზური გამოცემების ცნობით, გასულ წელს, რეგიონში 500 000-ზე მეტი ტურისტი ჩავიდა და მათი ნახევარი "ერთდღიანი" ტურისტები იყვნენ, "თავიანთი ექსკურსიამძღოლებით".
რუსი ინტერნეტ-მომხმარებლების თქმით, არაერთი შემთხვევა ახსოვთ, როდესაც აფხაზი ექსკურსიამძღოლი ჰყოლიათ, რომელმაც რუსული არ იცოდა და მისი საუბრიდან ნახევარი ვერ გაიგეს. "ყოჩაღ აფხაზებო, თვითლიკვიდაციისკენ სრული სვლით მიდიხართ", - წერს რუსი ინტერნეტ-მომხმარებელი სერგეი ალჩიბოვი.
ambebi.ge
სიახლეები
- “ადამიანს სასჯელი ეკუთვნის, თუ გირაოს არ გადაიხდის, კონკრეტულ ბრალდებაზე განცხადებას არავინ აკეთებს, მათი მიზანია, კომისიის თემა გადაფარონ, თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან” - გია ვოლსკი
- მარწყვის ლიმონათი
- "რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება ახლახან დასრულდა" - დონალდ ტრამპი
- თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- “სვანეთს ქალი მოსტაცეს ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას” - თეა წულუკიანი