როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის ცხელ დღეებში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს და მოქალაქეებს მიმართავს
როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის ცხელ დღეებში | დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს და მოქალაქეებს მიმართავს:
"თბური ტალღა არის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ასევე არსებულის გამწვავებას. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა.
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:
• დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი);
• გადახურება, რომელმაც, შესაძლოა, გააუარესოს გულ-სისხლძარღვთა და რესპირაციული დაავადებების მქონე მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
• სითბური გამოფიტვა;
• სითბური დაკვრა.
როგორ დავიცვათ თავი?
• მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლური, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
• მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას; ამისთვის გამოიყენეთ დღის ყველაზე გრილი პერიოდი დილით, დილის 07:00 სთ-მდე.
• ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, კეპი, ქოლგა, მზისგან დამცავი სათვალე.
• თუ შესაძლებელია, გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
• თუ სახლში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელია, შეეცადეთ დღის განმავლობაში 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგ: მეტრო, მაღაზია, აფთიაქი და სხვ).
• არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ახალშობილები და ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა.
• თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს ღებულობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს მედიკამენტების დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ.
• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
• თუ მედიკამენტს იღებთ, შეინახეთ იგი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში).
• გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ოფლიანობის დროს ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს მარილი და მინერალები. ჰკითხეთ ექიმს, როგორ აღადგინოთ მათი ბალანსი უსაფრთხოდ.
• შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.
• შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. ღამით გააღეთ ფანჯრები და ღია დატოვეთ დილამდე, (თუ ეს სახიფათო არ არის), სანამ სიგრილე იქნება.
• თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, მოთავსდით გრილ ადგილას და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს" - წერს NCDC
სიახლეები
- “რეკომენდაციები იქნება, თუ აუცილებლობა არაა, ძალიან სიცხე როდესაც არის, ვეცადოთ, ჩრდილში ვიყოთ, ვატაროთ მაქსიმალურად მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი” – პაატა იმნაძე
- “უვიზო მიმოსვლის გაუქმება ისევ შანტაჟის პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება” - ირაკლი ქადაგიშვილი
- “პუტინს ეშინია ამერიკის და მე ამაში დარწმუნებული ვარ” - ზელენსკი
- ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს სადავო კანონების გაუქმებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას
- „აი ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები“ - გახარია საქართველოში დაბრუნების შესახებ