“სამხედრო პოლიციამ დამაკავა, დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარ, უვარგისი მფრინავიო”- მფრინავი იმედა მაისურაძე კოდორის მოვლენებზე
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მფრინავ, იმედა მაისურაძეს უსმენენ, რომელიც 2006 წლის ივლისის კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.
იმედა მაისურაძე იხსენებს მისი დაკავების ამბავს, მას შემდეგ რაც არ შეასრულა საცხოვრებელი სახლების დაბომბვის ბრძანება.
„მეორე გაფრენის შემდეგ უკან რომ ვბრუნდებოდი, სანამ დავჯდებოდი უკვე ვხედავდი, რომ ციმციმებიანი მანქანები მელოდებოდნენ სენაკში.
სამხედრო პოლიციამ დამაკავა და ფოთში წამიყვანა. დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარ, უვარგისი მფრინავიო.
ფოთში სატუსაღო იყო ბევრი კოღოებით, მხოლოდ მე დამიჭირეს. დაკითხვებზე მეკითხებოდნენ დეტალებს, რაღაცებს მაბრალებდნენ ცოტ-ცოტას. სრულ სისულელეებს იძახდნენ. თითქოს მე ემზარ კვიციანისგან რაღაც თანხა მქონდა აღებული“,-განაცხადა იმედა მაისურაძემ.
მაისურაძის თქმით, ის 10 -დღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს და თბილისში საბრძოლო ვერტმფრენით დაბრუნების უფლება მისცეს. მას უკვირს თუ ასეთი საშიში იყო და თანაც მოღალატე როგორ მისცა ხელმძღვანელობამ მოღალატე ადამიანს ამის უფლება.
„შეკრიბეს მთელი ავიაციის პირადი შემადგენლობა მე ჩამომიყვანეს ფოთიდან სენაკში კიდევ ერთად გვლანძღეს ყველა და შემდეგ ისევ ფოთში წამიყვანეს. ამ წაყვანიდან ორ დღეში ჩამოვედი სენაკში. 10 დღეში გამათავისუფლეს, თავდაცვაში დავრჩი, საბრძოლო ვერტმფრენით გადმოვფრინდი თბილისში, თუ ასეთი საშიში ვიყავი საბრძოლო ვერტმფრენი ისევ როგორ მანდეს?! ჩემი მდგომარეობა იყო სასაცილო, პატარა ბავშვს, რომ აშინებენ“,-განაცხადა იმედა მაისურაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
