რიკოთის დარჩენილი 4 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა: ერთი ზოლი მოემსახურება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ ტრანსპორტს, ხოლო მეორე ზოლი – დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალ ტრანსპორტს.
“მოძრაობის გადართვისთანავე, დაიწყება ამავე მონაკვეთზე არსებული ძველი გზის მაგისტრალურ გზად რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2 ზოლიანი ჩქაროსნული გზა და 5 ახალი ხიდი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალი სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა (51 გვირაბითა და 97 ხიდით). ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რომელმაც 8 კმ-ით შეამცირა მგზავრობის მანძილი და გაანახევრა გადაადგილების დრო.
ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 96%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკის (WB) სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
