"ნებისმიერ მეთოდს იყენებენ რომ გამანადგურონ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს და მას ფაბრიკაციად აფასებს.
მაჩალიკაშვილმა, რომელმაც არ უპასუხა შეკითხვას, რატომ არ გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე დაბარების მიუხედავად, თქვა, რომ ყველა მეთოდს იყენებენ მის გასანადგურებლად.
„ერთი წელია ვითხოვ, დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები. ნებისმიერ მეთოდს იყენებენ რომ გამანადგურონ“, - თქვა მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ, ჟურნალისტებთან და დაამატა, რომ „სალოცავად მიდის“.
სუსი მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს, რის საფუძველზეც უწყებამ დღეს განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილი ტერაქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობას გეგმავდა.
2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს არდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა,რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია.
imednews.ge
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
