“გილოცავთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ურყეობის სიმბოლოდ ქცეულ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობა არასდროს დაითმობა” - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე, თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მისი თქმით, 26 მაისი იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – გამარჯვების, თავისუფლების, ჩვენი ეროვნული იდენტობის ურყეობის სიმბოლოდ ქცეულ 26 მაისს. ეს დღე იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ასევე, ყველა იმ პატრიოტი ადამიანის, ვინც სამშობლოს ემსახურა თავდაუზოგავი შრომით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით. სწორედ ასეთ პატრიოტებზე დგას დღესაც ჩვენი ქვეყანა, რაც გვაძლევს საფუძველს ყველას გასაგონად ვთქვათ – საქართველოს დამოუკიდებლობა არასდროს დაითმობა. გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. გილოცავთ 26 მაისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
