"ბოლო ზარი ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება, დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს"- ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სკოლის დამთავრებას ულოცავს ყველა მოსწავლეს, რომელიც დღეს ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბოლო ზარი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება.
„ყველა მოსწავლეს, რომელიც დღეს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს, ვულოცავ სკოლის დამთავრებას. ბოლო ზარი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება. ყველას გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, ნათელ მომავალს, საკუთარი მიზნებისა და ოცნებების რეალობად ქცევას და საინტერესო, მრავალფეროვან ცხოვრებას.
დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში“,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
