"გზა აფხაზეთიდან ამერიკამდე არ იყო მარტივი" - ხათუნა "მათე" ჯალაღონია
გზა აფხაზეთიდან ამერიკამდე არ იყო მარტივი. ძალიან რთულია ამერიკაში ადგილი დაიმკვიდრო. აიღო მართვის მოწმობა და შრომის უფლება მოიპოვო, - ამის შესახებ FirstNews.ge-ს ხათუნა "მათე" ჯალაღონია უყვება.
ხათუნა "მათე" ჯალაღონია ორი წელია, რაც ამერიკაში მუშაობს, კერძოდ კი სატვირთო მანქანას მართავს და დღეში ათასობით კილომეტრის გავლა უწევს. მისი თქმით, ეს ყველაფერი საკუთარი შრომისმოყვარეობის წყალობით მოიპოვა.
"არ მეგონა თუ ამას შევძლებდი, მაგრამ უფლის წყალობით ძალიან მალე შევძელი, რომ ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა ამერიკაში. სულ რაღაც ორი წელია რაც ნიუ ორკში ჩამოვედი. ყოველთვის გამოვირჩეოდი შრომისმოყვარეობით, ერთგულებით და ადამიანების გვერდით დგომით. ვფიქრობ, ამ თვისებებიდან გამომდინარე გამომივიდა ეს. აქ "მათე ბიჭით" მიცნობს ყველა. მარტივი ნამდვილად არ არის ასეთი სატვირთო მანქანის, ტრაილერის მართვა და დღეში ათასობით კილომეტრის გავლა ამერიკაში, მაგრამ აქ შრომა ფასდება და ანაზღაურებაც შრომის შესაბამისია. ძალიან ბევრი მიზანი მაქვს და იმედია, ჩემი დაუღალავი შრომით მივაღწევ ყველაფერს. დიდი სურვილი მაქვს ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და დევნილ ოჯახებს დავეხმარო, ვაკეთო სიკეთე. ჭირში ადამიანების გვერდით დგომა და მათი დახმარება ჩემი მთავარი ამოცანაა,"- აცხადებს ჩვენთან საუბარში ხათუნა "მათე" ჯალაღონია.

სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
