"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ქუთაისში მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართა
"თავისუფლება მზია ამაღლობელს" -ამ დევიზით დღეს, მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის წინ, სოლიდარობის აქცია გამართეს.
"2025 წელს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ქართული მედია მძიმე ვითარებაში შეხვდა. ჟურნალისტიკას ახლა რთული პერიოდი აქვს, ფაქტობრივად დგას ობიექტური მედიის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. მედია, რომელიც საზოგადოების პრობლემების გაჟღერებასა და მოგვარებაზეა ორიენტირებული დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბარიერების გადალახვა უწევს, იქნება ეს სიტყვის თავისუფლებით დაწყებული, ფიზიკური საფრთხეებით დასრულებული. დღეს ჩვენ, ქუთაისელმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ გამოვუცხადეთ სოლიდარობა ჩვენს კოლეგას, მზია ამაღლობელს, რომლის პატიმრობაც თავისუფალი სიტყვის პატიმრობას ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში "მეგატივის" ჟურნალისტმა თათია ახვლედიანმა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
