"დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩამოვიდა ერევანში, ასევე დიდი მადლობა ყველას ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან გვიჭერდა მხარს"- გიორგი მამარდაშვილი
აქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩამოვიდა ერევანში და ჩვენთან ერთად იყო თამაშზე. ასევე დიდი მადლობა ყველას ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან მხარს გვიჭერდა.
თქვენ ამ ნაკრებს უფრო ძლიერს ხდით! მნიშვნელოვანი გამარჯვება!“, – წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
