"ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველა მოქალაქეს, რომელიც დღეს აღნიშნავს გაზაფხულის ბუნიობის ამ ძველ, ტრადიციულ, სახალხო დღესასწაულს"- მიხეილ ყაველაშვილი
ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველა მოქალაქეს, რომელიც დღეს აღნიშნავს გაზაფხულის ბუნიობის ამ მართლაც ძველ, ტრადიციულ, სახალხო დღესასწაულს. მიხარია, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები და მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე.
„საუკუნეებია ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და ვზრუნავთ ჩვენს ქვეყანაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ განსხვავებული კულტურული ღირებულებები.
დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე. მინდა, რომ ყველა ჩვენგანი კიდევ უფრო მეტი სიყვარულით, სიხარულითა და პატივისცემით ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და უფრო მეტი შევძინოთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს საქართველოს.
მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მაქვს პატივი, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული და დაგპირდეთ, რომ ყველა თქვენგანის გვერდით ვიდგები ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
