"ემიგრაციაშიც გზას სიმტკიცე და მიზანდასახულობა მინათებს" - ნინი კაპანაძე
თქვენს ცხოვრებას თავად ქმნით, ამ მოსაზრებას არა ერთი წარმატებული ქალი ამტკიცებს.
ძლიერი ქალები აღწევენ წარმატებას ყველა დაბრკოლების მიუხედავად და ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიან სამყაროს. როგორია იყოთ წარმატებული ქალი და რა ძალისხმევას მოითხოვს ძლიერი ქალი?
FirstNews.ge - ს ქართველი ემიგრანტი ბარსელონადან ნინი კაპანაძე ესაუბრა:
"ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ სამყაროში ყოფა მოგზაურობაა, მას აქვს საკმაოდ პოტენციალი ბუნებრივად, რომ წავიდეს ამ მოგზაურობაში. მხოლოდ ჭკვიანმა და ძლიერმა ქალებმა იციან, რომ ეს მოგზაურობა მათ უძლეველს გახდის. ცხოვრება ჩვენ საუკუნეშიც კი ისეთი ვალდებულებებს გვაკისრებს სუსტი სქესის წარმომადგენლებს, რომ ისევ და ისევ დავემსგავსეთ ვაშლს და ლუციფერს. ამ ორმა ფენომენმა ხომ ღმერთის სამყარო გაადედამიწა. აქ ვხედავ ზუსტად დღევანდელი ქალის სახესაც. ძლიერი ქალი დრომ გამოაქანდაკა.
ალქსანდრე ფიურდტენბერგს დავესესხები და გეტყვით, რომ სამყაროში ყველაფერი ადამიანის ხელშია, ადამიანი კი ქალის ხელშია,"- აცხადებს ნინი კაპანაძე.
მისი თქმით, ძლიერ ქალს თავისი მტკიცე შესაძლებლობიდან გამომდინარე უპირობო სიყვარული შეუძლია და ვინც ამ ზებუნებრივ გრძნობას პირობებს არ უყენებს, ის ყოველთვის გამარჯვებული დედოფალია.
"ეს კრედოები იყო ყოველთვის ჩემი ცხოვრების მეგზური. პრობლემების და სირთულეების დროს შვილზე ფიქრი მაძლევდა მეტ ძალას და მიმართულებას. ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების" მოგზაურობას " ძლიერი ნაბიჯებით მიუყვები. ემიგრაციაშიც გზას სიმტკიცე და მიზანდასახულობა მინათებს,"- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ნინი კაპანაძე.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
