"ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - რა განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა პროცესზე
დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას.
დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, რომელმაც დრო დაუთმო ამ თემას და დიდი მადლობა თქვენ, - ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მისი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა,თუმცა, გირაოს ოდენობა არ დაუკონკრეტებია და განმარტა, რომ თანხის ოდენობა სასამართლოს განესაზღვრა.დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ambebi.ge
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
