ქვეყანაში შემოსვლაზე 2021 წლამდე შეზღუდვა აქვს დაწესებული - უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადება და სააკაშვილის პასუხი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აკრძალული აქვს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების მზაობა გამოთქვა.
„ვიდრე პეტრო პოროშენკო პრეზიდენტია, არც ველოდი სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს. არა უშავს, კიდევ ცოტას მოვითმენ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„2017 წლის სექტემბერში მან პოლონეთთან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აღნიშნული ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით დასტურდება. ჩადენილი კანონდარღვევის გამო, მისთვის უკრაინაში შემოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლამდე შეზღუდვებია დაწესებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ambebi.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
