„ფარას“ ქართული ასლის დამტკიცება შეზღუდავს პოლიტიკურ ექსტრემიზმს ანუ უცხოური ფულით დესტაბილიზაციის გამოწვევისა და კანონიერი ხელისუფლებების დამხობის მცდელობებს” – “საზოგადოება ქართული”
“ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც”, – ამის შესახებ “საზოგადოება ქართულის” მიერ გავრცელებულ, ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ განცხადებაში წერია.
ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოება “ქართული” მიესალმება პარლამენტის ინიციატივას ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის უმრავლესობის დაკვეთა, არამედ გადაუდებელი სახელმწიფო აუცილებლობაც.
“დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე რადიკალურად პოლარიზებულია, რადგან გარედან მართული ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი ქართულ სახელმწიფოს მუდმივ რყევაში ამყოფებს, ხოლო საზოგადოებას დესტრუქციასა და სტრესის ატმოსფეროში, პირობებში, როცა დიალოგს ანაცვლებს სხვისი აზრის მიუღებლობა, სიყვარულს-სიძულვილი, ერთიანობას – ვიწრო პარტიული მიდგომები, ქვეყნის ინტერესებს კი-“დიფ სთეითის“ დირექტივები.
დასავლური ბიუროკრატია წლებია გვამუნათებს რადიკალური პოლარიზაციისთვის, არადა, თვითონ არის საქართველოში დაპირისპირების მთავარი ინიციატორი და სპონსორი. ეს ფარისევლობა გააშიშვლა რუსეთ-უკრაინის ომმა და აჩვენა, რომ მათი მხარდაჭერისა და თანადგომის უკან მდგარა ბანალური გეოპოლიტიკური ინტერესი – საჭირო დროს მსხვერპლად შევწირვოდით გლობალური ომის პარტიის ინტერესებს და ჩავრთულიყავით მარცხისთვის განწირულ ომში, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. ამაზე პირველმა საჯარო საუბარი „ხალხის ძალამ“ დაიწყო, შემდეგ კი ქართულმა ოცნებამაც ღია გახადა „დიფ სთეითის“ გეგმები და მცდელობები საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.
საქართველოსადმი დასავლეთის გარკვეული წრეების ორმაგი სტანდარტი არახალია. ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების იარაღით დამხობა სწორედ მათი დასტურით მოხდა, რადგან მაშინ ისინი რუსეთთან გარიგდნენ. ამავე მოტივით და კონტექსტში მოხდა ედუარდ შევარდნაძის ახალგაზრდა სააკაშვილით ჩანაცვლება. მთელ ამ პერიპეტიებში, კი „დიფ სთეითის“ ძირითადი სამიზნე იყო ქართული საზოგადოება, რომელიც წარმოადგენდა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამხმოვანებელს და დამცველს. მილიონებით გრანტი მოხმარდა იმას, რომ მომხდარიყო ქართული საზოგადოების ჩარეცხვა (სააკაშვილის „სლოგანი“) და მისი ჩანაცვლება ე. წ. სამოქალაქო საზოგადოებით, იგივე არასამთავრობო სექტორით, რომელიც გარედან ფინანსდებოდა და იმართებოდა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი