"ის არ უარყოფდა, რომ ხელჩანთა სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებებით, მისი ავტომობილიდან ამოიღეს" - ლევან ჯიბღაშვილს ბრალი წაუყენეს
მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს.
დაკავებული მსახიობის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლამდე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალებაა, თუმცა, ოდენობა ამ ეტაპისთვის მისთვის ცნობილი არ არის.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ლევან ჯიბღაშვილი არ უარყოფს, რომ ხელჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს.
"დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მას შემდეგ მივაწვდით, რაც ბრალის ფორმულირებას გავეცნობით.ლევან ჯიბღაშვილი მისი შემოწმების პროცესიდან მოცემულ მომენტამდე თანამშრომლობს გამოძიებასთან იმისათვის, რომ ამ საკითხის ირგვლივ ყველა ნიუანსი დადგინდეს. ის არასდროს უარყოფდა, რომ აღნიშნული ხელჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი ავტომობილიდან ამოიღეს.თუ ვის ეკუთვნოდა, რატომ იყო აღნიშნული ხელჩანთა მის ავტომობილში, ან რატომ აღმოჩნდა, ამის შესახებ გამოძიებას დაკითხვის პროცესში მივაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა გიგუაშვილმა.
ის უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ამოღებული ხელჩანთა ლევან ჯიბღაშვილის მეგობრის იყო. "ეს არ შეესაბამება სიმართლეს, სიმართლე იქნება ის, რასაც მე განვაცხადებ", - აღნიშნა ადვოკატმა.
ambebi.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
