„მაგთი“ განმარტავს, რატომ გაითიშა მობილური და ოპტიკური ინტერნეტი
საქართველოში ყველაზე დიდი ინტერნეტპროვაიდერი „მაგთი“ განმარტავს, რომ გუშინ, 27 იანვარს, რამდენიმე საათის განმავლობაში ინტერნეტი გათიშული იყო საქართველოსა და თურქეთში ქსელის დაზიანების გამო. ეს არის კომპანიის პირველი განცხადება 27 იანვრის შეფერხების მიზეზზე.
„მაგთი“ აცხადებს, რომ საქართველოს ინტერნეტთან წვდომა აქვს გადაზღვეული არხებით, რომელთაგან ერთი თურქეთის ტერიტორიაზე დაზიანდა გუშინ, 27 იანვარს. მეორე, სარეზერვო არხი კი სამ ადგილზე დაზიანდა საქართველოში, აჭარის რეგიონში. მაგთის თანახმად, ეს მოხდა 27 იანვარს, 21:21 საათზე.
კომპანიის განცხადებაში წერია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა. ამავე განცხადების თანახმად, საქართველოში მომხდარი სამი „საეჭვო დაზიანების“ ფაქტზე ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებს მიაწოდეს.
აჭარაში სამივე დაზიანება სრულად აღმოიფხვრა 28 იანვრის 01:54-ზე, შესაბამისად ამ დროიდან „მაგთის“ აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება აღუდგათ.
„მაგთიკომი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტპროვაიდერია საქართველოში. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის