უახლოეს დღეებში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.
მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის