ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა”
ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, დასანქრიცებულ პირთა შორის არიან მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, “ქართული ოცნების” დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები.
“ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, “ქართული ოცნების” დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები.
მათ საქართველოს გულშემატკივარი ქვეყნები მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, არჩევნების გაყალბების და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.
იმისათვის, რომ დასანქცირების პროცესი შეჩერდეს და კრიზისი განიმუხტოს, უნდა შესრულდეს ორი მოთხოვნა - გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
