2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2 დეკემბერს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, თბილისში გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 26 ადამიანი. მათგან 23 აქციის მონაწილეა, 3 - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
„დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო აზუსტებს, რომ ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.
2 დეკემბერს სპეცრაზმმა წყლის ჭავლით აქციის დაშლა დაიწყო წინა დღეებზე ადრე, დაახლოებით ღამის 10 საათისთვის. საია მიიჩნევს, რომ 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო.
პარლამენტის წინ შეკრებილთა დაშლის შემდეგ, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა და ჭავჭავაძეზე დასრულდა. საპოლიციო ძალები მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად დევნიდნენ დემონსტრანტებს, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
