" გვსურს, რომ სანაკრებო წელი პოზიტიურად დავასრულოთ – დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით"- ბუდუ ზივზივაძე
ყველას გვსურს, რომ სანაკრებო წელი პოზიტიურად დავასრულოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა.
„წინა შეკრება არ გამოვიდა ისეთი, როგორიც გვსურდა, თუმცა ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ და ამ შეკრებაზე ვეცდებით, რომ ჯგუფში გამოვასწოროთ სიტუაცია და დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით“, – აღნიშნა ბუდუ ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ უკრაინას უმასპინძლებს.
სიახლეები
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
