“ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისის ქუჩებში დილიდან მსვლელობას მართავენ – დაწყებულია ბაიკერების მსვლელობაც
“ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისის ქუჩებში დილიდან მსვლელობას მართავენ. დაწყებულია ბაიკერების მსვლელობაც.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერი თემო მჟავია აცხადებს, რომ არჩევანის გაკეთება მარტივია.
“ჩვენს მსვლელობას ჰქვია ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით, წინ ევროპისკენ. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან ადვილია – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი არჩევანია და შევიკრიბეთ, რომ მხარი დავუჭიროთ “ქართულ ოცნებას“. დღეს გვექნება მსვლელობა – ბაიკერები ვიმოძრავებთ მთელი ქალაქის მასშტაბით და გავაგებინებთ ადამიანებს ჩვენს ხმას”, – აცხადებს მჟავია.
“ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან გოგორელიანი ამბობს, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანია.
“ღირსეულად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე და მთელს ქალაქს გავაგებინებთ, რომ დღეს არის მნიშვნელოვანი დღე და მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის. მიხარია, რომ აქ ვარ და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება. ყველაფერს ვაკეთებ სიყვარულით. ჩემთვის მთავარია მშვიდობა. ღირსება და კეთილდღეობაც, მაგრამ მშვიდობა მაძლევს ყველაფერს დანარჩენზე ფიქრის საშუალებას. მიცხოვრია იმ დროს, როცა მშვიდობა არ იყო და ვიცი, მახსოვს რასაც ნიშნავს. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის შემთხვევაში წარმომიდგენია საქართველოს განვითარება”, – აცხადებს გოგორელიანი.
ცნობისთვის, თბილისში, დღეს ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
