,,ქალაქის მასშტაბით წელს 20-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
საფეხმავლო ბილიკების მოწყობასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, წყალმომარაგების კომპანია ადგილზე მაგისტრალურ თუჯის მილებს ამონტაჟებს. სამუშაოებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე იუზა უგულავა გაეცნენ. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. ქუჩის რეაბილიტაციას შპს "ორიენტირი" ახორციელებს.სახელშეკრულებო პირობების თანახმად, პროექტი აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.. ,,ქალაქის მასშტაბით წელს 20-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციებზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქალაქში გზების პრობლემა დროულად გადავჭრათ. ასევე, აქტიურად ვაკონტროლებთ სამუშაოების ხარისხს."-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
