ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294 ადამიანს შეადგენს - ერთიან სიაზე მუშაობა დასრულდა
18 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა - ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 508 294 ადამიანი შეადგინა. როგორც იოსელიანმა განმარტა, მათგან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 3 113 747 ამომრჩეველი შეძლებს.
ამომრჩეველთა კატეგორიები ასე გადანაწილდა:
- 135 922 ახალგაზრდას პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
- გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა;
- სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910 ადამიანს შეადგენს.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებსაიტზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 29 277-ჯერ.
ცესკომ საარჩევნო უბნების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია:
- ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება;
- საქართველოში სულ გახსნილია 3 044 საარჩევნო უბანი;
- 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება პენიტენციურ დაწესებულებებში;
- 1 საარჩევნო უბანი გაიხსნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში;
- საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
სიახლეები
- “ეს არის იმის წარმოსახვის მცდელობა, თითქოს რადიკალურ ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“ - შალვა პაპუაშვილი
- გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დედა
- ტრამპის თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ნატო დარწმუნებული იყო აშშ-ის დაცემაში
- “მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს” - შალვა პაპუაშვილი
- “კარგი პოლიტიკური სიგნალები მივიღეთ, მათ შორის აშშ-სგან და ევროპელი მეგობრებისგან – დახმარების მიწოდება აღდგა” - ზელენსკი