სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობასა და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას არ ფლობს
2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობასა და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას არ ფლობს.
ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად აცნობა.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 882 052 მოქალაქე, როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი არ ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
როგორც უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 30 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ჯამში, 458 234 მოქალაქე ფლობს. მათ შორის, 293 863 სრულწლოვანი და 164 371 არასრულწლოვანი.
რაც შეეხება ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელი მოქალაქეების ოდენობას, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დოკუმენტი, ჯამში, 3 345 274 მოქალაქეს აქვს. მათ შორის, 3 203 702 სრულწლოვანს და 141 572 არასრულწლოვან მოქალაქეს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში, არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა 395 მოქალაქეს აქვს.
სიახლეები
- “ვერაფერს იზამს უცხოეთი – შეგვიტევენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თავის ძალას აჩვენებს ყველას” - მეუფე იაკობი
- მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს
- “17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც უნდა შეფასდეს, როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე” – “ქართული ოცნება”
- “დემოკრატია არ მიიღწევა ბოიკოტით, ის მიიღწევა ბრძოლით” - ელეონორა არჩაია
- “ყველას გვინდა, შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია” – “ქართული ოცნება”