კესარია აბრამიძის მკვლელობას ნინო წილოსანი გამოეხმაურა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვარაუდობს, რომ აბრამიძე საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი.
„ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი, სიტყვებს ვერ ვპოულობ… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა…
მიუხედავად იმისა რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და დარწმუნებული ვარ მკაცრად დაისჯება, ფაქტს ხომ ვეღარაფერი შეცვლის, კესარია გარდაცვლილია…
ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს“, - ვკითხულობთ ნინო წილოსანის პოსტში.
კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ სახლში 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. შსს-ს ცნობით, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი ბ.ჯ. 19 სექტემბერს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
