" ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ - დასწრება უფასოა " - კახა კალაძე
ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასწრება უფასოა.
„ისტორიაში პირველად მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ხვალ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან პირველი შეხვედრა აქვს. მე მინდა ჩვენს ბიჭებს და ჩვენ გულშემატკივარს წარმატება ვუსურვო.
ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში, თუმცა ბევრმა ვერ მოახერხა გამგზავრება და საქართველოდან უგულშემატკივრებს ჩვენს ნაკრებს. ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ, დიდ ეკრანებზე.
ამ წუთშიც მიმდინარეობს სამუშოები, რომ ხვალისთვის 20:00 საათზე, ქართველ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიხეილ მესხის სტადიონიდან, ღია სივრცეში, დიდ ეკრანებზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრონ, რა თქმა უნდა, დასწრება უფასოა. გპირდებით სასიამოვნო გარემო იქნება, ყველას გეპატიჟებით”, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
