5 თვეში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან 6729 კონტროლი განხორციელდა, გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა - სურსათის ეროვნული სააგენტო
2024 წლის 5 თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან 6729 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, რის შედეგად 508 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს იღებენ.
2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებლებსა და ასოციაციებთან. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, ყველის მწარმოებლებმა ბაზარზე კონკურენტუნარიანი და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სააგენტოს მიერ დარგის გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯები და გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას დავალებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს, რძისა და რძის ნაწარმის კონტროლი გააძლიერა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით აღებულ 60 ნიმუშში დარღვევის მაჩვენებელმა შეადგინა 13%-ზე მეტი, ხოლო 2023 წელს აღებული 250 ნიმუშიდან დარღვევა 4,4%-ში გამოვლინდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- “საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო; არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე” - მდინარაძე ოპოზიციაზე
- “საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო; არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე” - მდინარაძე ოპოზიციაზე
- ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა
- ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი არსებობას ვეღარ გააგრძელებს
- “ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა” - კახა კალაძე