დიალიზის კაბინეტი ფოთში რამდენიმე დღეში მიიღებს პაციენტებს - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ ცნობილი გახდა, ფოთში პაციენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის თაობაზევ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
პაციენტებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, დეპუტატი გიორგი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია შეხვდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები, დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა „ბომონდმა“, 12 ივნისს, თვითნებურად შეწყვიტა პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება.
შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ „უმოკლეს დროში, ბენეფიციარები, კვლავ შეძლებენ სერვისით ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად სარგებლობას. მანამდე კი, პაციენტები, უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს.“
ამჟამად, ფოთის მუნიციპალიტეტში, დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს.
კლინიკა “ბომონდში” უარყოფენ ინფორმაციას, რომ მათ სამინისტროსთან შეუთანხმებლად, შეწყვიტეს პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
