2000-მდე მოქალაქეს კოვიდის დროს დაკისრებულ ჯარიმას ჩამოაწერენ
საქართველოს მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, 2000-მდე ადამიანს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებულ ჯარიმას ჩამოაწერენ. საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, შემდეგ კი პარლამენტს გადაუგზავნიან.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევთ 1855 ადამიანსა და 38 კომპანიას. ჯამში საუბარია 5 600 000 ლარზე.
„უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
თითქმის ორი წელია, საქართველოში გაუქმებულია კოვიდრეგულაციები. პანდემიის დროს, 2020 წლის მარტიდან კი საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, მათ შორის იყო იზოლაციის, გადაადგილების, შეკრებების აკრძალვისა და პირბადის სავალდებულო გამოყენების შესახებ შეზღუდვები.
საქართველოს პარლამენტმა დაკისრებულ ჯარიმებზე ამნისტია 2021 წელსაც გამოაცხადა, თუმცა გარკვეული რეგულაციები მას შემდეგაც მოქმედებდა. ჯარიმები, რომელთა გაუქმებაზეც მთავრობის სხდომაზე მსჯელობენ, სწორედ ამ პერიოდის შემდეგ არის დაკისრებული.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
