ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-მდე ლექტორ-მასწავლებელმა სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებენ.
„მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ–ს სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ ძალიან გულწრფელ სურვილთან და მომავლის ხედვასთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი, ლექტორ-მასწავლებლების პოზიცია. ქართული განათლება ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს“, - აცხადებენ ლექტორები.
სტუდენტების მიმართ სოლიდარულია უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი დალი ზაუტაშვილი. მისი თქმით, სტუდენტური მოძრაობა საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება მომხდარიყო შექმნილ ვითარებაში: „მხარს ვუჭერ ახალგაზრდებს, კარგად იციან, რომ მათი მომავალი ევროპაშია და ეს კანონი არც უნდა შემოეტანათ. დღეს რომც დაამტკიცონ, არ იმუშავებს, რადგან ამ მუხტს ვერაფერი შეაჩერებს“.
ლექტორების თქმით, არ იფიცებიან, უნივერსიტეტში ივლიან, თუმცა ცარიელ აუდიტორიებში მოუწევთ ყოფნა.
ლექტორები ამბობენ, რომ ხელმოწერის სურვილი მეტ ლექტორს აქვს, თუმცა თავს იკავებენ გავრცელებული განცხადების გამო, რაც ერთგვარი მინიშნება იყო პროტესტის გამოხატვის შეზღუდვაზე.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
