წლიურად ადამიანი 3-დან 5 კილოგრამამდე შხამქიმიკატებს ჭამს
დღეს ადამიანები ძირითადად გადამუშავებული საკვები პროდუქტებით იკვევებიან,
გადამუშავების დროს კი პროდუქტი კარგავს დადებით ნივთიერებებს და იძენს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამერიკელი ექიმი მოქალაქეებს სამომავლოდ ასეთი კვებისგან გამოწვეული გართულებების თავიდან ასარიდებლად, სთავაზობს ე.წ. ჰიბრიდულ გადაწყვეტილებას: ვეგანური და პალეოლითური დიეტის კომბინაცია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს.
ამერიკელი ექიმის მარკ ჰაიმანის განცხადებით, ყოველწლიურად ადამიანები საკვების სახით სამიდან ხუთ კილოგრამამდე ქიმიკატებს ჭამენ, რომ აღარაფერი ითქვას პესტიციდებზე, ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებზე. იმის გამო, რომ ასეთი ნივთიერებების ჭარბად მიღებას ადამიანმა თავი აარიდოს, ექიმმა სპეციალური დიეტა შეიმუშავა.
პალეოლითურ დიეტაში არ შედის ისეთი პროდუქტები, როგორიც არის: ბრინჯი, კარტოფილი, მაკარონი და პური, ვინაიდან პალეოლითის ხანაში ადამიანები მიწათმოქმედებას არ ეწეოდნენ. ამ დიეტაში ასევე აკრძალულია მცენარეული ზეთები, მათ შორის ზეითუნის ზეთი.
ვენაგური კვებისა და პალეოლითური დიეტის გაერთიანებით, ექიმმა შეიმუშავა კვების რაციონი, რომელიც გულისხმობს დიდი რაოდენობით ბოსტნეულის მოხმარებას, შაქრის მინიმუმამდე შემცირებას, კვებიდან მცენარეული ზეთების ამოღებას, გარდა ზეთისხილისა, ასევე ნებადართულია პარკოსანი კულტურები, რძის პროდუქტები, გლუტენის შემცველი პროდუქტები და საკვები დანამატები.
როგორც წესი, ამ ჰიბრიდული დიეტის დროს საკვების 2/3 ხილსა და ბოსტნეულზე მოდის, რომელსაც ემატება ჯანსაღი ცხიმის შემცველი პროდუქტები - თხილი, მარცვლეული, ავოკადო. დიეტის დროს შეძლებისდაგვარად ადამიანმა უარი უნდა თქვას პროდუქტზე, რომელიც შეიცვას პესტიციდებსა და ანტიბიოტიკებს.
imedinews.ge
სიახლეები
- „მოგიწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“ - პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი
- ქობულეთში გამოავლინეს რძის არარეგისტრირებული საწარმო, რომელიც სანიტარული ნორმების დარღვევით მუშაობდა
- “ღმერთმა დაიფაროს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს, თორემ პირველი სალომეს მიადგებიან პრეტენზიით, აქამდე რატომ გვატყუებდი და გვაცდენდიო” – ხვიჩია
- ილია თოფურიას UFC-ის ახალწვეულის ბარათი აუქციონზე რეკორდულ ფასად, 101,000 დოლარად გაიყიდა
- აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრად ალიონა ჩხოტუა დაინიშნა