"სახლის" კატებისა და ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაცია სავალდებულო გახდება
საქართველოს პარლამენტში დაიწყო შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ეს კანონი შეეხება ყველას, ვისაც სახლში ჰყავს კატა ან ძაღლი ან რომელიმე ცხოველი მიიკედლა ეზოში.
დღეს, 15 მარტს გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტი განიხილება, დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა დეპუტატმა მაია ბითაძემ კოლეგების კითხვის პასუხად განუმარტა, რომ ყველა მეპატრონე ვალდებული იქნება საკუთარ ძაღლსა და კატას კასტრაცია/სტერილიზაცია გაუკეთოს.
"ჩვენ აღარ ვართ არც ვეტერინარები, არც კინოლოგები. უბრალოდ რაღაც გვსმენია და რაღაც გაგვიგია... თუ არ გვინდა, რომ სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ ცხოველს?! - უნდა გავუკეთოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს!.. ვისაც არ გავუკეთებთ, ეს იქნება სანაშენე ცხოველი, რომელიც საშენს ეყოლება. ასევე, ძალოვანი სტრუქტურების ცხოველები სტერილიზაცია/კასტრაციას არ დაექვემდებარებიან, მათი რეჟიმი სხვა არის - ეს არის ცხოველი, რომელსაც ჩვენ ქუჩაში ვხვდებით", - თქვა მაია ბითაძემ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
